Aa
Aa

"ბარსელონა დიდებული გუნდია" - სიმეონე მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ეს შედეგი კი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ აწყობდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როხიბლანკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სიმეონემ?

„ჩვენ ფანტასტიკურ ჩემპიონატში ვართ. ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის. ჩამოვედი კატალონიაში კოლექტიური და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ. საოცარი პირველი ტაიმი გვქონდა და არც მეორე იყო ცუდი. მატჩის მიწურულს დემბელეს კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა იქამდე კარასკოს შეეძლო გოლის გატანა.

ახლა სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, დავისვენებთ და მომდევნო ტურისთვის მოვემზადებით. თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. „ბარსელონა“ დიდებული გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს.

გუნდს კუმანის მუშაობა ეტყობა. ნიდერლანდელმა კოპა დელ რეი მოიგო და ლა ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს. თუ „სევილია“ მოიგებს, ანდალუსიელებიც ჩაერთვებიან ბრძოლაში.

ერთადერთი რაც ფეხბურთელებს ვუთხარი, იყო ის, რომ ყოფილიყვნენ ის, რაც არიან და ეთამაშათ ენთუზიაზმით. მათ ეს გააკეთეს და ამან უდიდესი სიხარული მომგვარა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ცუდად არ გამოვიყურებით. ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით.“

სატურნირო მდგომარეობა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს შედეგი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ აწყობდა. „ბლანკოსი“ ახლა საკუთარ თავზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ „სამეფო კლუბი“ მიმდინარე ტურში „სევილიას“ დაამარცხებს ლა ლიგის ლიდერად მოგვევლინება.

გამარჯვების შემთხვევაში ზიდანის გუნდს 77 ქულა გაუხდება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ატლეტიკოსაც“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო „რეალი“ გადაინაცვლებს პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება „ბარსელონას“, კუმანის გუნდს ახლა 75 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები