ქართველების მარცხი ყაზანში - ასპარეზობას ტატალაშვილი აგრძელებს
Aa
Aa

ქართველების მარცხი ყაზანში - ასპარეზობას ტატალაშვილი აგრძელებს

ყაზანში მიმიდნარე ძიუდოს გრან სლემზე ლუკა კაპანაძე და ვლადიმირ ახალკაცი პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კაპანაძე ბულგარელ მარკ ჰრისტოვს დაუპირისპირდა და ბრძოლა ვაზარით დათმო.

ამავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილი იასპარეზებს,რომელიც ფილიპინელ კეისეი ნაკანოს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში დიდი ალბათობით ტატალაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს იტალიელ ფაბიო ბაზილეს დაუპირისპირდება.

81 კილოში კი ახალკაცმა თავის შეხვედრა ბელგიელ სამი ჩუჩისთან წააგო.

შეგახსენებთ ,რომ ყაზანში საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია.

გრან სლემის გაამრჯვებული 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

მსოფლიოსა და ევროპის ცემპიონმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები