მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო!
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო!

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მე-8 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება გაიფორმა. ქართველმა მებრძოლმა 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

ამ ბრძოლამდე მერაბი თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებდა, სტამანს კი ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოგებული ჰქონდა, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 1 წააგო.

რაც შეეხება ბრძოლას, მერაბმა სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ მსაჯთა გადაწყვეტილება მის მხარეს იქნებოდა, რაც ასეც მოხდა - 30:27. 29:28, 29:28 დვალიშვილის სასარგებლოდ.

"თუ ვინმეს ვჭირდები,10-დან, ტოპ 5-დან. ეს ნამდვილად დავიმსახურე, ზედიზედ 6 მოგება მაქვს. ვიმსახურებ დომენიკ კრუზთან შეხვედრას, ან რომელიმე დიდ ყოფილ ჩემპიონთან. მე მშიერი ვარ, მზად ვარ". - თქვა ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა.

ბოლოს გეტყვით, რომ UFC-ში ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მებრძოლი მიჯრით 6 ბრძოლის მოგებას ახერხებს. მალევე იგივე შედეგი გაიმეორა გიგა ჭიკაძემაც, რომელსაც ასევე ზედიზედ 5 გამარჯვება ჰქონდა და წუთსა და 3 წამში კაბ სვანსონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები