მენდიეტა:
Aa
Aa

მენდიეტა: "ზიდანი მეტ პატივისცემას იმსახურებს, რეალი კი ლიგის ფავორიტია"

მსოფლიოს მასშტაბით ბევრს გაუკვირდა, რომ „რეალმა“ „ლივერპული“ 3:1 დაამარცხა. ამის შემდეგ „ბლანკოსმა“ „ბარსელონასაც მოუგო.“

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაისკა მენდიეტა თვლის, რომ მადრიდის „რეალს“ სათანადოდ ვერ აფასებენ და ზიდანი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს.

მენდიეტა იმასაც ფიქრობს, რომ ზიდანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი სწორედ ფრანგი სპეციალისტის გუნდია.

რა თქვა მენდიეტამ?

"რამდენი ლიგა აქვს ახლა ზიდანს? სამი! ასეთი შედეგი რომ დააფიქსირო აუცილებლად იღბალი უნდა გქონდეს, თუმცა ზინედინის შემთხვევაში იღბალი მთავარი დეტალი არ გახლავთ. ის სრულყოფილი მწვრთნელია.

შეხედეთ რა ქნა „რეალმა“ „ბარსელონასთან“! ზიდანმა ყველაზე სწორი ტაქტიკა შეარჩია. ფრანგი მატჩის მიმდინარეობას იდეალურად კითხულობს და 100 %-ით საჭირო ცვლილებებს ანხორციელებს. სამწუხაროდ მას ისეთ დონეზე ვერ აფასებენ, როგორსაც იმსახურებს.“

„ლივერპული“ VS „რეალი“

როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველი შეხვედრა „ბლანკოსმა“ 3:1 მოიგო. ზიდანის გუნდს არაერთი შანსი ჰქონდა და თავისუფლად იყო შესაძლებელი ანგარიშში სხვაობა ბევრად დიდი ყოფილიყო.

ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები