1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5000 ევრო - ზლატანი დააჯარიმეს
Aa
Aa

1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5000 ევრო - ზლატანი დააჯარიმეს

„პარმასთან“ მოგებულ (3:1) მატჩში „მილანს“ მე-60 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუძევეს. როგორც გაირკვა, შვედმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კადრი, რომელიც ეთერში მოხვდა - მისი გაანალიზების შემდეგ წყარო წერს, რომ ზლატანმა შესაძლოა მსაჯს ასეთი რამ უთხრა: „შენთვის სულ ერთი არ არის რას ვიტყვი? ეს უცნაურია“.

იტლიური გამოცემა წერს, რომ არბიტრს შესაძლოა ეგონა, რომ იბრამ მას უთხრა: „ნაბიჭვარი ხარ“. მას სიტყვა strano (უცნაური) შესაძლოა აერია და გაიგო bastardo (ნაბიჭვარი).

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ შვედი ფეხბურთელი ინციდენტში დამნაშავედ სცნო და დააჯარიმა. სასჯელი 1-მატჩიან დისკვალიფიკაციას და 5000 ევროს ითვალისწინებს. ამრიგად ზლატანი მომავალ ტურში „ჯენოას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

იბრაჰიმოვიჩი დღეს

იბრა 39 წლის ასაკში კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. 2019 წლიდან დღემდე ზლატანმა "როსონერის" მაისური 45-ჯერ მოირგო და 28 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში შვედს სერია ა-ში 15 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ მან ამ რაოდენობის გოლების გატანა 17 მატჩში მოახერხა. ზლატანმა რამდენჯერმე ტრავმა მიიღო და ამის გამო 13 მატჩი გამოტოვა.

იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დებიუტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. შვედებმა ხსენებული დაპირისპირება 1:0 მოიგეს და ეს მატჩი ზლატანისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

იბრა გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. "მილანის" შემტევმა მეკარე ტომას რაველის რეკორდი გააუმჯობესა. რაველმა ეროვნულ ნაკრებში თავისი უკანასკნელი მატჩი 38 წლისა და 59 დღის ასაკში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები