Aa
Aa

"სიცივისგან ვკანკალებდი" - ნაჩო ბარსელონასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრებმა ძალიან საინტერესო „ელ კლასიკო“ იხილეს. მასპინძელთა რანგში „რეალი“ მოგვევლინა, რომელმაც „ბარსელონა“ უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ "ბლანკოსის" ცენტრალურმა მცველმა ნაჩომ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნაჩომ?

„ასეთ ამინდში თამაში რთულია. სიცივისგან ვკანკალებდი. გამარჯვება და მოპოვებული 3 ქულა მნიშვნელოვანია. ასე უნდა გავაგრძელოთ. „ელ კლასიკოს“ მოგება ყოველთვის განსაკუთრებული და სასიამოვნოა. თანაც ისეთი მჭიდრო სატურნირო ცხრილის დროს, როგორიც ახლა გვაქვს.

წინ ბევრი შეხვედრაა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. თავს კომფორტულად ვგრძნობდით, რადგან ვიცოდით, რომ „ბარსელონა“ აქცენტს ბურთის ფლობაზე გააკეთებდა. დავიტანჯეთ, მაგრამ მოვიგეთ, მთავარი კი ესაა. ზიდანი ყველას გვენდობა და ვცდილობთ მისი ნდობა 100%-ით გავამართლოთ.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ გამარჯვებით ზიდანის გუნდმა „ბარსელონას“ 1 ქულით გადაასწრო და მეტიც, დროებით პირველ ადგილზე გადავიდა. „რეალსაც“ და „ატლეტიკოსაც“ 66 ქულა აქვთ, მაგრამ სიმეონეს გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს მადრიდელები ლა ლიგაში 18 აპრილს სტუმრად ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები