პირველი ოქროს მედალი - ნოზაძე გრანდ სლემის გამარჯვებულია
Aa
Aa

პირველი ოქროს მედალი - ნოზაძე გრანდ სლემის გამარჯვებულია

თემურ ნოზაძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უზბეკი კემრან ნურილაევი დაამარცხა. აზიელმა სპორტსმენმა მეტოქეს აკრძალული ილეთი გაუკეთა,რის გამოც წაგება ჩაეთვალა.

ფინალამდე ნოზაძემ 4 მეტოქეს ყაზახ ტოკტარ უმულტაევს, ესპანელ ხუტო როდრიგეს ნუნიესს,მონღოლ არიუნბოლდ ენხატაიავნსა და ნედერლანდის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას მოუგო.

თემურ ნოზაძე - გრანდ სლემის გამარჯვებული

შეგახსენებთ,რომ დღესვე თბილისური ტატამზე ოქროს მედლებისთვის ვაჟა მარგველაშვილიი და ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებენ.

მარგველაშვილის მეტოქე უზბეკი სარდორ ნურილაევი იქნება,ხოლო ლიპარტელიანის კოსოვოელი ნორა ჯაკოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები