Aa
Aa

"ფული აღარ გაიფლანგება" - ჩეფერინი ახალ ფინანსურ სისტემას ამზადებს

10 წლის წინ უეფა-მ ფინანსური "ფეარ პლეი" დააარსა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ახალი ცვლილებები იგეგმება. სიღრმისეული ცვლილება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. კორონავირუსის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ სხვადასხვა კლუბებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ.

ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელზეც უეფა-ს ლიდერები მუშაობენ. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საფინანსო სისტემის ახალი მოდელი მხოლოდ საჭირო ხარჯებს დაექვემდებარება და აღარ იქნება არანაირი გაფლანგული თანხები. ამჟამინდელი მოდელი კი ძირითადად კლუბების მოგებაზე მუშაობს.

დადგინდება ახალი წესები და აღარ განმეორდება ისეთი შეცდომები, რომლებიც 2010 წლიდან დღემდე ხდება. ახალ ინოვაციებში შესული იქნება გუნდების სახელფასო ჭერი და ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები. იტალიური მედია საშემოსავლოს გადასახადზეც აპელირებს. მათი თქმით, ფეხბურთელში გადახდილი თანხის ნაწილი სისტემას უნდა უბრუნდებოდეს.

beINSPORTS წერს, რომ უეფა-ს მთავარი მიზანი კლუბებთან 2022 წელს ახალი ხელშეკრულების დადებაა. გამოცემა ფიქრობს, რომ ახალ სისტემას ადაპტაციისთვის რამდენიმე წელი დაჭირდება. ცნობისთვის, ჩეფერინი ახალ პროექტს ოფიციალურად ხუთშაბათს გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები