ლეგიონერებმა გაიბრწყინეს - თბილისის დინამომ თელავი დაამარცხა
Aa
Aa

ლეგიონერებმა გაიბრწყინეს - თბილისის დინამომ თელავი დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გიორგი ნემსაძის თბილისის "დინამო" თელავს ესტუმრა და ლეგიონერების გოლების წყალობით 3:0 დაამარცხა. 

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძლები სტუმრებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა და თბილისურმა გუნდმა მეტოქის გატეხვა შეძლო. ანგარიში 63-ე წუთზე ახალწვეულმა ზორან მარუშიჩმა გახსნა. სერბის გოლიდან 6 წუთში ულამაზესი გოლი სპორსკლედემ გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 

მესამე და უკანასკნელი გოლი კიდევ ერთი სერბის, მილან რადინის ანგარიშზეა. "დინამომ" ამ გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, თუმცა გორის "დილას" საკუთარი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. გორელებს მსგავსად თბილისელებისა ამ მომენტისთვის 10 ქულა აქვთ.

მომდევნო შეხვედრას გიორგი ნემსაძის შეგირდები 3 აპრილს შინ უშუალო კონკურენტთან გორის "დილასთან" გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები