ახალი პრეზიდენტი - რაგბის კავშირს სოსო ტყემალაძე უხელმძღვანელებს
Aa
Aa

ახალი პრეზიდენტი - რაგბის კავშირს სოსო ტყემალაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - 10 მარტს გამართულ არჩევნებში სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა და ჩვენს რაგბის მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

საარჩევნო პროცესში მონაწილეობა 25-მა დელეგატმა მიიღო, რომელთაც ჯამში 42 ხმა ჰქონდათ და ყველა მათგანმა მხარი ტყემალაძეს დაუჭირა.

არჩევნებს წინ დაპირისპირება უძღოდა, რომელიც დილის საათებში დაიწყო და შედეგების გამოცხადების შემდეგაც გრძელდებოდა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ტყემალაძის გაპრეზიდენტებასა და 30 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას აპროტესტებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო, 30 დეკემბერს კი ჩატარდა და აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ ის პრეზიდენტად საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან მიიჩნიეს, რომ არჩევნებზე ქვორუმი არ შედგა და პროცესი და მისი შედეგები ბათილად გამოაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები