ლაპორტა საქმეს შეუდგა - ალაბას აგენტებთან შეხვედრა შედგა
Aa
Aa

ლაპორტა საქმეს შეუდგა - ალაბას აგენტებთან შეხვედრა შედგა

დავიდ ალაბას აგენტები პინი ზაჰავი და ფალი რამადანი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იმყოფებოდნენ და კლუბის აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შეხვდნენ.

მადრიდული AS-ის ცნობით, ლაპორტამ ალაბას აგენტებს თხოვა, რომ რამდენიმე დღე მოეცადათ, სანამ ის არჩევნებს მოიგებდა და შემდეგ მათთან ავსტრიელი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

28 წლის ალაბა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და „ბაიერნის“ დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს. მას ცენტრალურ მცველად, მარცხენა მცველად და ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში შეუძლია. ლაპორტა მის გაფორმებას სწორედ ამიტომ გეგმავს.

ერთი ტრანსფერით „ბარსა“ რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს. ალაბას ხორდი ალბასთან კონკურენცია შეეძლება. ასევე, 3 მცველიან სქემაში მარცხენა ცენტრალურ მცველად ლენგლეს ნაცვლად მისი გამოყენება კუმანისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

ავსტრიელის შეძენით მადრიდის „რეალიც“ ინტერესდება და ლაპორტას გუნდს დიდი ბრძოლის მოგება მოუწევს.

ცნობილია, რომ ალაბა საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს მის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ უწევს, ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა არ უნდა გაძნელდეს.

წყაროს ცნობით, ლაპორტა გუნდიდან გრიზმანისა და კოუტინიოს გაშვებას გეგმავს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ. ამ ნაბიჯით ის სახელფასო ბიუჯეტს გამოანთავისუფლებს და პლუს ამას, მათ ნაცვლად კლუბი საკმაო რაოდენობის თანხასაც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები