სლუცკის მინი შეკრება თურქეთში - კვარაცხელია ზენიტთან მატჩისთვის მზადაა
Aa
Aa

სლუცკის მინი შეკრება თურქეთში - კვარაცხელია ზენიტთან მატჩისთვის მზადაა

საფეხბურთო კლუბი ყაზანის ''რუბინი'' რამდენიმე დღით თურქეთში იმყოფებოდა და თბილ ამინდში ''ზენიტთან'' შეხვედრისთვის მოემზადა. ცხადია, ლეონიდ სლუცკის გუნდთან ერთად ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა.

თურქული მინი შეკრების შესახებ ''რუბინის'' შვედმა მცველმა კარლ სტარფელტმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ''ზენიტთან'' მატჩისთვის თურქეთში ნაყოფიერად და სრულყოფილად მოემზადნენ.

ყაზანის ''რუბინისა'' და ''ზენიტის'' შეხვედრა 8 მარტს, თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩი ყაზანში გაიმართება.

შეგახსენებთ, ზამთრის პაუზის შემდეგ ''რუბინმა'' სტუმრად მოსკოვის ''სპარტაკი'' დაამარცხა (0:2). ქართველმა ტალანტმა პირველი გოლისას შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლისას კი მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ დესპოტოვიჩმა დამატებაზე შეაგდო.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები