მარტინესი:
Aa
Aa

მარტინესი: "არსენალი მიყვარს, მაგრამ მათ ვერ დამიმსახურეს"

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ემილიანო მარტინესმა ლონდონის "არსენალი" დატოვა. მისი თქმით, "მეთოფეებში" მას ბოლომდე არ ენდობოდნენ.

28 წლის მეკარემ განაცხადა, რომ კლუბის დატოვების მიზეზი სწორედ მის მიმართ ნდობის ნაკლებობა იყო. ემილიანო "არსენალს" 17 წლის ასაკში, 2010 წელს შეუერთდა.

მარტინესი წლების განმავლობაში იჯარის წესით სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობდა. სეზონის დაწყების წინ კი ის "ასტონ ვილას" სრულფასოვანი წევრი გახდა.

ემილიანო მარტინესი

"რაც "არსენალს" ეხება ყველაფერი მიყვარს. ისინი ისევ მიყვარს და მათ თამაშებს დღემდე ვუყურებ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ლონდონში ბოლომდე არ მენდობოდნენ.

ეს რეალობაა. ისინი სულ მეკარეებს ყიდულობდნენ და მე არავის ვახსოვდი. არადა მე აკადემიის ფეხბურთელი ვიყავი. როდესაც მაღალ დონეზე დავიწყე თამაში, ვიგრძენი, რომ ისინი მე არ მიმსახურებდნენ. არასწორად მეპყრობოდნენ და გუნდი ამიტომ დავტოვე. მათ გარანტიები ვერ მომცეს და ვერ დამპირდნენ, რომ იმ რაოდენობის მატჩებს ჩავატარებდი რამდენიც მჭირდებოდა.

არ უთქვამთ, რომ მუდმივად უთამაშებელი ვიქნებოდი. უბრალოდ მითხრეს, რომ გარანტიებს ვერ მომცემდნენ. მე კი მუდმივი თამაში მსურდა. 10 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უნდა წავსულიყავი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ჩემი ოჯახი ვერ მიხვდა რატომ გავაკეთე ეს, თუმცა გადაწყვეტილება ჩემი იყო და ახლა ამით ვამაყობ.

ცხოვრებაში გადამწყვეტ ნაბიჯებს თუ არა გადადგამ ვერაფერს მიაღწევ. ბევრი ფიქრობდა, რომ "არსენალში" კომფორტულად ვიყავი, მაგრამ ჩემთვის კომფორტის ზონა სულ სხვა რამ არის."

როგორც უკვე მოგახსენეთ, ემილიანო მარტინესი ლონდონურ კლუბს 2010 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელი მუდამ სხვადასხვა გუნდებში იყო განათხოვრებული. გასული სეზონი ამ მხრივ განსხვავებული იყო. 28 წლის კიპერმა "არსენალის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები