ქაოსი სერია A-ში - ტორინო რომში ვერ გაემგზავრა, ლაციო მეტოქეს 45 წუთი ელოდა
Aa
Aa

ქაოსი სერია A-ში - ტორინო რომში ვერ გაემგზავრა, ლაციო მეტოქეს 45 წუთი ელოდა

იტალიის სერია A-ში დღეს 2 შეხვედრა უნდა გამართულიყო. „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ დაპირისპირების გარდა, გულშემატკივრებს „ლაციოსა“ და „ტორინოს“ ჯახი უნდა ეხილათ, მაგრამ ეს თამაში გადაიდო.

შეხვედრა თბილისის დროით, 21:30-ზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ „გრანატამ“ რომში ჩასვლა და „სტადიო ოლიმპიკოზე“ მისვლა ვერ მოახერხა. საქმე ისაა, რომ კლუბში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 8 შემთხვევა აღმოაჩინეს და ტურინის ჯანდაცვის ორგანომ „ტოროს“ მინიმუმ შუაღამემდე კარანტინში დარჩენა უბრძანა და პიემონტის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, Lega Serie A-მ შეხვედრის ჩატარების თარიღის შეცვლაზე უარი განაცხადა და „ტორინოს“ „ლაციოსთან“ მატჩის გამართვისკენ მოუწოდა. არადა, 5 დღის წინ, „ტოროს" მონაწილეობით ერთი შეხვედრის გადადება აუცილებელი გახდა.

ბუნებრივია, „გრანატამ" კარანტინი ვერ დაარღვია, „ლაციალემ“ კი სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, სტადიონზე მივიდა და მსაჯებთან ერთად, მეტოქეს 45 წუთის განმავლობაში ელოდებოდა, რის შემდეგაც თამაში გადადებულად ოფიციალურად გამოცხადდა.

Seria A-ს წესებით მიხედვით, „ლაციოს" ტექნიკურ მოგებას ჩაუთვლიან და „ტორინოს" 1 ქულა ჩამოაკლდება, ტურინული გუნდი კი იუწყება, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები