Aa
Aa

მე-2 გუნდი უმაღლესში - ლივერპულმა პრემიერ ლიგაში მე-7000 გოლი გაიტანა

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის 26-ე ტურში აუტსაიდერ „შეფილდს“ 2:0 მოუგო და ერთი გამორჩეული შედეგიც დააფიქსირა.

მერსისაიდელებმა ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ეგიდით თავიანთი მე-7000 გოლი გაიტანეს და გახდნენ მხოლოდ მეორე გუნდი, რომელმაც ასეთ ნიშნულს მიაღწია. „ლივერისთვის“ საიუბილეო გუშინდელი მეორე გოლი გამოდგა.

„ლივერპულზე“ უფრო მეტი ბურთი მხოლოდ მისმა თანაქალაქელმა „ევერტონმა“ შეაგდო. „კანფეტების“ ანგარიშზე უმაღლეს ლიგაში გატანილი 7108 გოლია.

იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს დამაჯერებლად აჯობა. მერსისაიდელთა მხრიდან პირველი გოლი კურტის ჯოუნსმა ჩაიწერა აქტივში, მეორე გოლისას კი ბრაიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„ლივერმა“ 43 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა და ოთხეულში მყოფ „ვესტ ჰემს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. კლოპის ბიჭები შემდეგ ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ჩელსის“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები