ხვიჩას ბრწყინვალე მატჩი - გამარჯვება მოსკოვის სპარტაკთან
Aa
Aa

ხვიჩას ბრწყინვალე მატჩი - გამარჯვება მოსკოვის სპარტაკთან

ზამთრის შესვენების შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონი განახლდა. ყაზანის ''რუბინმა'' მოსკოვის ''სპარტაკი'' სტუმრად დესპოტოვიჩის დუბლით დაამარცხა, თუმცა ორივე გოლის შექმნაში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ტალანტის წინააღმდეგ ''სპარტაკის'' ფეხბურთელები ხისტად თამაშობდნენ, რის გამო მსაჯმა მასპინძლებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ტაიმის მიწურულს ''სპარტაკი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა.

53-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ჭკვიანური და ტექნიკური გადაცემით დესპოტოვიჩმა ანგარიში გახსნა.

71-ე წუთზე ''რუბინის'' ფეხბურთელი არბიტრმა გააძევა და მატჩის დარჩენილი დრო გუნდებმა 10-10 ფეხბურთელით გაატარეს.

89-ე წუთზე კვარაცხელიას დარტყმას დესპოტოვიჩის მეორე გოლი მოჰყვა და სლუცკის გუნდმა წლის პირველი ოფიციალური მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

თამაშის დასრულებისას ხვიჩა კვარაცხელიამ კამერასთან ტელეფონზე საუბრის ინსცენირება გააკეთა და კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა თქვა: ''ხვიჩა, შენ აუცილებლად დაგირეკავენ''.  ცხადია, გენიჩი ხვიჩას მოსალოდნელ ტრანსფერს გულისხმობდა, სეზონის დასრულების შემდეგ უდიდესი ალბათობით კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

მოსკოვის ''ლოკომოტივი'' და ყაზანის ''რუბინი'' 31-31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები