რეკორდების კვალდაკვალ - პეპმა პრემიერ ლიგაში ისტორია დაწერა!
Aa
Aa

რეკორდების კვალდაკვალ - პეპმა პრემიერ ლიგაში ისტორია დაწერა!

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. "ქალაქელები" საოცარ სვლას განაგრძობენ და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება იზეიმეს. 

ეს გამარჯვება პეპ გუარდიოლასთვის ისტორიული აღმოჩნდა. ესპანელმა სპეციალისტმა "სიტის" დამრიგებლის რანგში მე-200 მატჩი მოიგო. ამისთვის კი მას 273 შეხვედრა დასჭირდა.

პრემიერ ლიგის ისტორიაში გუარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც 200 გამარჯვება ასე მალე, 273 მატჩში მოახერხა. ასე სწრაფად ასეთი შედეგისთვის არასდროს არავის მიუღწევია.

ესპანელის ხელმძღვანელობით, "სიტი" სხვადასხვა რეკორდებს ამყარებს. მაგალითისთვის შეგვიძლია პრემიერ ლიგის წინა ტური მოვიყვანოთ. "ქალაქელებმა" "არსენალს" სტუმრად 1:0 აჯობეს. ეს კი მანჩესტერელებისთვის სარეკორდო იმ კუთხით აღმოჩნდა, რომ მათ ზედიზედ მე-11 გასვლითი მატჩი მოიგეს. იგულისხმება ინგლისის მასშტაბით ყველა ის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატს ამ მომენტისთვის 62 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს გუარდიოლას შეგირდები 3 მარტს შინ "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები