ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "იუნაიტედთან მარცხის შემდეგ 2 დღე სიბნელეში ვიჯექი"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები ცენტრალურ დაპირისპირებას იხილავენ. ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. მატჩის წინ, "არისტოკრატების" თავკაცმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. Sky Sports-ის წარმომადგენელმა გერმანელს პსჟ-ს თავკაცის რანგში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი გაახსენა.

"გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ იმ თამაშის შემდეგ 2 დღე ბნელ ოთახში ვიჯექი და არავისთან საუბარი არ შემეძლო. ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა მარცხისა.

ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე მარცხი. აბსოლუტურად არაფრისგან წავაგეთ. ვიმეორებ, 2 დღე სიბნელეში ვიჯექი და ვერავის ველაპარაკებოდი. მსგავსი შეგრძნება არასდროს განმიცდია. არც წაგების შემდეგ და არც წაგებამდე.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არაფრისგან წავაგეთ. ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. მომხდარის შემდეგ ხელმძღვანელობამ ყველას 2-დღიანი შვებულება მისცა. ეს კი ყველას გვჭირდებოდა.

სპორტი ასეთია, ხანდახან უნდა დამარცხდე, რომ შემდეგ წამოდგე და რაიმე ახალი ისწავლო. ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, თუ რატომ მოხდა ასე.

ახლა "ჩელსის" მწვრთნელი ვარ და აქ გამარჯვება ძალიან უყვართ. კვირას ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ და სატურნირო ცხრილში სიტუაცია გავიუმჯობესოთ." - განაცხადა ტუხელმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "არისტოკრატები" პრემიერ ლიგაში 43 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილს "ვესტ ჰემი" იკავებს, რომელიც "ჩელსის" 2 ქულით უსწრებს, თუმცა მოიესის გუნდმა თავისი შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" დათმო და ახლა "ჩელსის" მე-4 პოზიციაზე გადასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.

"ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება 28 თებერვალს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები