ვოლკოვის მე-8 გოლი და გამარჯვება ლიდერ ნეფტჩისთან!
Aa
Aa

ვოლკოვის მე-8 გოლი და გამარჯვება ლიდერ ნეფტჩისთან!

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართველი დავით ვოლკოვის გუნდმა "ზირამ" გათამაშების ლიდერს ბაქოს "ნეფტჩის" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 67-ე წუთზე გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ვოლკოვისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-8 იყო და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე დაწინაურდა. დავითზე წინ 10 გოლით "ნეფტჩის" შემტევი ნამიქ ალასგაროვია, ხოლო პირველ ადგილზე კი "ყარაბაღის" თავდამსხმელი მაჰირ ემრელი მოგვევლინა 11 შედეგიანი დარტყმით.

ცნობისთვის, ვოლკოვს 2 გოლი აზერბაიჯანის თასზეც აქვს გატანილი. საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზონში მან 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ "ზირა" შიდა ჩემპიონატში 28 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. 1-2 ადგილს კი "ნეფტჩი" და "ყარაბაღი" 33-33 ქულით იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები