Aa
Aa

გლადბახი VS სიტი - მატჩის შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება ""გლადბახსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. "ქალაქელებმა" მარტივად 2:0 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალის საზგურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.

საინტერესო ფაქტები

მას შემდეგ, რაც გაბრიელ ჟესუსი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია ზედიზედ ოთხ მერვედფინალურ დაპირისპირებაში 5 გაიტანა გოლი. პირველად მან 2018 წელს "ბაზელს" გაუტანა, 2019-ში "შალკეს", 1 წლის შემდეგ "რეალს" და დღეს კი "გლადბახს."

ბრაზილიელი თავდამსხმელისთვის დღევანდელი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მე-16 იყო და 1 ბურთით გაასწრო თანამემამულე რობერტო ფირმინოს. მას ახლა მხოლოდ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი აკლია.

ბერნარდო სილვა

"ჩვენ ვიცით რამდენად რთული შეიძლება იყოს ასეთი თამაშები. თუ შეცდომას დაუშვებ გავარდები. ვეცადეთ, რომ მარტივად გვეთამაშა. არ დავუშვით შეცდომები, გავაკონტროლეთ ბურთი, შევქმენით შანსები და გავიტანეთ გოლები. კარგად ვითამაშეთ. ყველაფერი არ დასრულებულა, თუმცა ეს კარგი გამარჯვება იყო."

პეპ გუარდიოლა

"საერთო ჯამში კარგი იყო. თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. სამწუხაროდ ჩვენ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლეთ. ბევრად მეტის გატანა შეგვეძლო. ეს კომპონენტი უნდა გამოვასწოროთ.

პირველი მატჩი ყოველთვის უფრო რთულია. ვიმეორებ, როდესაც ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ რჩება უნდა გაიტანოს. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა თუ გინდა აუცილებლად საუკეთესოდ უნდა ითამაშო."

ჟურნალისტმა პეპს ჰკითხა, არის თუ არა "სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი.

"როდესაც მე "ბაიერნის" თამაში "ლაციოს" წინააღმდეგ ვიხილე, ვფიქრობ, რომ არა.. არ ვართ ფავორიტები. დიდი გამოწვევაა, რომ ფეხბურთელებმა ფორმა მალე აღიდგინონ. თუ ხალხს სურს თქვას, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, ეს კარგია."

მარკო როზე

"ჩვენ სასტიკად კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია ბრძოლა. ისინი ისეთ ფორმაში არიან, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი შეჩერება. პირველ ნახევარში შედარებით კარგად ვიცავდით თავს, თუმცა შესვენებაზე ძლივს გავასწარით. ყველაფერი რთულდება, როდესაც "სიტი" უკანმოუხედავად გიტევს.

ახლა ერთად უნდა დავდგეთ. ჩემმა ბიჭებმა დღეს ბევრი რამ გააკეთეს. ასე, რომ თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ერთმანეთის ნდობა შევინარჩუნოთ და განმეორებით შეხვედრაზე ვიფიქროთ."

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები დღემდე ისტორიაში 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1 გამარჯვება გერმანელებმა მოიპოვეს, 4-ჯერ "ქალაქელებმა" იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი 17 მარტით თარიღდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები