Aa
Aa

ატალანტა VS რეალი - მატჩის შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება "ატალანტასა" და მადრიდის "რეალს" შორის. "სამეფო კლუბმა" უმძიმეს ბრძოლაში ფერლან მენდის გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საზგურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა მე-17 წუთზე მსაჯმა ბერგამოელებს ფროილერი გაუძევა. აზრი ორად გაიყო, ერთი მხარე თვლის, რომ ის გასაძევებელი იყო, მეორე კი პირიქთ - არა!

ეს დაპირისპირება ლუკა მოდრიჩისთვის საიუბილეო აღმოჩნდა. ხორვატ ფეხბურთელს ევროპულ სარბიელზე 100 ოფიციალური შეხვედრა დაუგროვდა. 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა 10 მატჩი ზაგრების "დინამოს" შემადგენლობაში ჩაატარა, 9 "ტოტენჰემის" რიგებში, ხოლო ყველაზე მეტი 81 მადრიდის "რეალის" მაისურით.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ზინედინ ზიდანის გუნდს ერთბაშად 9 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა.

გასპერინი

"გულდასაწყვეტია, რომ ვერ შევძელით ის თამაში, რომელიც დაგეგმილი გვქონდა და, რომელიც გვინდოდა. 10 კაცით დავრჩით და ყველაფერი შეიცვალა. მთავარი მიზანი დაცვაში კარგად თამაში იყო და მიუხედავად წაგებისა ჩვენ ეს მაინც გამოგვივიდა.

მადრიდში უნდა გავიმარჯვოთ! მარტივია, სხვა აზრი არ მაქვს. ჩვენ ვერ გადავიფიქრებთ. ერთადერთი შანსი გამარჯვებაა და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ."

ზიდანი

მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა. ანგარიში ჩვენთვის ხელსაყრელია და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ გავიტანეთ გოლი და არ გავუშვით! ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ახლა სწორ გზაზე ვდგავართ. დაცვაში მძლავრად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგეს არაფრის შანსი არ მივეცით და პირიქთ, გოლი აქეთ გავუტანეთ."

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ. განმეორებითი მატჩი კი 17 მარტით თარიღდება. ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კაზემირო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები