სიტიმ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ქალაქელების მორიგი მიღწევა
Aa
Aa

სიტიმ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ქალაქელების მორიგი მიღწევა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში გათამაშების ლიდერი "მანჩესტერ სიტი" ლონდონის "არსენალს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა. 

ეს გამარჯვება პეპ გუარდიოლას გუნდისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. "სიტი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის მასშტაბით, რომელმაც ზედიზედ 11 გასვლითი მატჩი მოიგო. იგულისხმება ყველა ინგლისური ჩემპიონატი, რომელშიც "ქალაქელები" მონაწილეობას იღებენ. 

ნიშანდობლივი ის ფაქტი გახლავთ, რომ მათ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც 2017 წელს მაისიდან ნოემბრის ჩათვლით დაამყარეს. 

"საუთჰემპტონი", "არსენალი", "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელტენჰემი", "ვესტ ბრომვიჩი", "ბარნლი", "ლივერპული", "სუონსი", "ევერტონი" და ისევ "არსენალი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო პერიოდში სტუმრად მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას კლუბი პრემიერ ლიგას დამაჯერებლად 59 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "ლესტერს" 10 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს "ქალაქელები" 27 თებერვალს შინ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები