კესი:
Aa
Aa

კესი: "მილანი დერბის მოიგებს!"

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში გულშემატკივრები "დერბი დელა მადონინას" იხილავენ. მატჩის წინ "როსონერის" საყრდენმა ნახევარმცველმა კესიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

""მილანში" თამაში ადვილი არასდროს არის, მაგრამ მათ მე შემიძინეს. აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქრო, რომ ხელმძღვანელობამ ჩემში პოტენციალი დაინახა.

ჩემპიონატში წინ ბევრი მატჩია. როგორ სირთულეებსაც არ უნდა წავაწყდეთ აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ. დერბის მოვიგებთ და ცხრილში პირველ ადგილს დავუბრუნდებით.

ჩვენ ვართ ერთიანი ჯგუფი, რომელიც სირთულეების ფონზე ვითარდება. ბევრს ვმუშაობთ და გვჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია. იტალიაში ყველამ იცის, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება წააგო. მათ შორის, ბოლო ადგილოსანთან, მაგრამ ამის გამო წუხილი არ შეიძლება." - განაცხადა კესიმ

შეგახსენებთ, რომ ფრენკ კესი "როსონერის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 165 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, "დერბი დელა მადონინა" 21 თებერვალს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები