ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "მესისა და რონალდუს ერთი რამ სურთ - მათ ერთი პრობლემა აქვთ"

არსენ ვენგერმა მესისა და რონალდუს ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, ლეოსა და კრიშტიანუს ირგვლივ ამჟამად მაღალი დონის მოთამაშეები არასაკმარისად არიან.

„იუვენტუსი რონალდუზე ზედმეტად არის დამოკიდებული, მას ზედმეტად ენდობიან, მაგრამ მე ამას შეცდომად არ ვთვლი. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ გუნდი მხოლოდ კრიშტიანუს ეყრდნობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურინელებს საკმარისად კარგი მოთამაშეები არ ჰყავთ.

ფეხბურთელები არ არიან იმ დონისანი, როგორებიც უნდა იყვნენ. იგივე პრობლემა აქვს მესისაც. ბარსელონა მასზე ზედმეტად არის დამოკიდებული. მათ რიგებში საკმარისად კარგი მოთამაშეები არ არიან.

თუ, კარგი ფეხბურთელები გუნდის პრობლემად იქცევიან, ესეიგი რაღაც არასწორად კეთდება. ნამდვილი პრობლემა კი სუსტი ფეხბურთელებია.

კარგ ფეხბურთელებს უბრალოდ სურთ, რომ მათ ირგვლივ მაღალი დონის მოთამაშეები იყვნენ.

მესისა და რონალდუს ერთი რამ სურთ, რომ გუნდში ისინი კარგი ფეხბურთელებით იყვნენ გარშემორტყმულნი. ამჟამად ბარსელონაში და იუვენტუსში ასეთი მოთამაშეები საკმარისად არ არიან“. - ციტირებს ვენგერის სიტყვებს beIN SPORTS-ი.

ბოლო დღეებში, მბაპესა და ჰალანდის საოცარი თამაშის ფონზე ევროპული პრესა მესი-რონალდუს ეპოქის დასასრულზე და ახლის დასაწყისზე ალაპარაკდა. ვნახოთ რა მოხდება ახლო მომავალში. ამ მომენტისთვის კარიერის დასრულებას არც არგენტინელი და არც პორტუგალიელი არ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები