გენტის მწვრთნელი:
Aa
Aa

გენტის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის გარემოცვა ყველაფერს ეჭვით უყურებს"

გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორზე დაბრუნდა და გოლიც გაიტანა.

ახალგაზრდა შემტევმა „გენტის“ 21 წლამდე გუნდში იასპარეზა. ამხანაგურ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად გამოიყენა. „გენტმა კი მეტოქე „მუსკორნი“ ანგარიშით 9:2 დაამარცხა.

ბელგიურ მედიასთან "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგიზე ისაუბრა: "გიორგის დიდი ხანი გაუცდა და ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ჩაკვეტაძეს დაბრუნების შემდეგ არანაირი დისკომფორტი არ აღენიშნება. იმედი მაქვს დარჩენილ სეზონში ის საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს.

გიორგის გარშემო არეულობაა. მის გარემოცვაში მყოფი ადამიანები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. ეს ყველაფერი კი ჩემი აზრით გადაჭარბებულია. ჩვენ სიტუაციის დალაგებას უნდა ვეცადოთ. ასეთი სიტუაცია მისი გარემოცვიდან მოდის."

ცნობისთვის, 21 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. უკანასკნელად გიორგიმ 4 ოქტომბერს "ბეერსხოტის" წინააღმდეგ ითამაშა და მინდორზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები