მანჩესტერ იუნაიტედს ესპანეთში არ უშვებენ - სოსიედადი ეშმაკებს ტურინში შეხვდება
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედს ესპანეთში არ უშვებენ - სოსიედადი ეშმაკებს ტურინში შეხვდება

ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა სულ მალე სტარტს აიღებს. ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "სოსიედადი" "მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარ კედლებში უნდა დახვედროდა, მაგრამ კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების გამო ინგლისურ გრანდს ესპანეთში არ უშვებენ.

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხსენებული დაპირისპირება ტურინში, "იუვენტუსის" სტადიონზე გაიმართება. გავრცელებული ხმებით, ბასკებმა იტალიელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და 18 თებერვალს სან სებასტიანელები "წითელ ეშმაკებს" იუვეს "ალიანც სტადიუმზე" შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ასეთი პრობლემა ძირითადად ბრიტანელებს აქვთ, რადგან ხსენებულ მხარეში Covid-19-ის ახალი შტამია გავრცელებული. ამის გამო კი ინგლისურ კლუბებს სხვადასხვა ქვეყნებში არ უშვებენ. მაგალითისთვის "ლივერპული" შეგვიძლია მოვიყვანოთ.

"მერსისაიდელები" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლაიპციგს" სტუმრად უნდა დაუპირისპირდნენ. გერმანიამ კი კლოპის გუნდის ქვეყანაში შესვლა აკრძალა. აქედან გამომდინარე რედ ბულის კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მატჩი ბუდაპეშტში "პუშკას არენაზე" გადაეტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები