კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი - ბოატენგი ჩელსის შეუთანხმდა
Aa
Aa

კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი - ბოატენგი ჩელსის შეუთანხმდა

Goal-ი ესპანურ გამოცემა  Todofichajes-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერომ ბოატენგმა „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და სეზონის ბოლოს ლონდონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეთანხმება ჯერჯერობით სიტყვიერია. „არისტოკრატები“ ტიაგო სილვას შემდეგ, კიდევ ერთი გამოცდილი და თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მცველის გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან.

წყაროს თანახმად, 32 წლის ფეხბურთელის აგენტი „ჩელსის“ წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზაფხულში გერმანელი უკანახაზელი ტომაშ ტუხელის გუნდის წევრი გახდება.

ბოატენგისთვის პრემიერლიგა უცხო არ არის, ის 2010-2011 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ ასპარეზობდა და 24 მატჩიც ჩაატარა.

რაც შეეხება „რეკორდმაისტერს“, ბოატენგმა მიუნხენელთა რიგებში 346 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 10 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები