ერთი კანდიდატი - მაქაცარია ჩოგბურთს 4 წლით უხელმძღვანელებს
Aa
Aa

ერთი კანდიდატი - მაქაცარია ჩოგბურთს 4 წლით უხელმძღვანელებს

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა .

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წელი ბატონი ხვიჩა მაქაცარია უხელმძღვანელებს.

32 დელეგატიდან ყრილობას ესწრებოდა 22 დელეგატი , მათ შორის 19 დელეგეტი სარგებლობდა ხმის უფლებით.

ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველმა მეორე კანდიდატმა, ბატონმა მირიან ანდრიაძემ, კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა ბატონ ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ მოხსნა.

დღესვე ყრილობამ ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველის , ხოლო გენერალური მდივანის თანამდებობაზე ზურაბ ქაცარავას კანდიდატურებს უყარა კენჭი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, არჩეულმა პრეზიდენტმა დაასახელა გამგეობის შემადგენლობა, რასაც დელეგატებმა ერთხმად უყარეს კენჭი და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსანდრე მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები