''ხვიჩას გადაბირება ოთხ იტალიურ გრანდს სურს, ასეთი ტალანტი 40-50 წელში ერთხელ იბადება''
Aa
Aa

''ხვიჩას გადაბირება ოთხ იტალიურ გრანდს სურს, ასეთი ტალანტი 40-50 წელში ერთხელ იბადება''

ყაზანის ''რუბინის'' ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში უახლოეს საათებში ვიხილოთ. ამ თემაზე ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ''პირველ არხთან'' ისაუბრა. ჯუღელის თქმით კვარაცხელიას გადაბირება ''ინტერს'', ''იუვენტუსს'', ''რომას'', ''მილანსა'' და ''დორტმუნდს'' სურთ.

მამუკა ჯუღელი არ გამორიცხავს, რომ ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანრჯისას შედგეს.

მამუკა ჯუღელის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:''ინტერესი გამოავლინა „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“ და „მილანმა“, „დორტმუნდმაც“. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ „ნაპოლიც“ გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

„გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ „რუბინს“ მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით დაინტერესებულია და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან''.

შეგახსენებთ, თურქულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ‘‘გალათასარაის’’  19 წლის ქართველი შემტევის გადაბირება შესთავაზეს. სტამბოლური კლუბი გაძლიერებაზე ფიქრობს და სავარაუდო შენაძენთა შორის კვარაცხელიას გვარიც ფიგურირებს. ინფორმაციას Ajansspor-ის ჟურნალისტი ბურჰან ჩან თერზი ავრცელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები