Aa
Aa

"ვამაყობ" - ოსაკა ქალთა საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი გახდა

ჩოგბურთის იაპონელი ვარსკვლავი, ნაომი ოსაკა ქალთა საფეხბურთო კლუბ North Carolina Courage-ს თანამფლობელი გახდა. ინფორმაცია ოსაკამ და კლუბმა ოფიციალურად გუშინ საღამოს დაადასტურეს.

აზიელმა ჩოგბურთელმა სპეციალური პოსტიც გაავრცელა: „ამ ქალბატონებმა ჩემ აღზრდაში ინვესტიცია ჩადეს და რომ არა ისინი, არ ვიცი, ახლა სად და როგორ ვიქნებოდი. ამიერიდან კი მათი კლუბის მფლობელი ვარ და ჩავდებ ინვესტიციას იმ გოგონებში, რომლებიც ყველა ქალი ათლეტისთვის მისაბაძი მაგალითები და შთაგონების წყაროები არიან. ვამაყობ, რომ North Carolina Courage-ს მფლობელი ვარ“.

ოსაკასა და სტივენ მალიკის სახით უკვე ორი მფლობელი ჰყავს კლუბს, რომელიც აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. 2017 წელს დაარსებულმა North Carolina Courage-მ ორჯერ ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ კი რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა.

23 წლის ოსაკა დიდი სლემის ტურნირების 3-გზის ჩემპიონია - 2019 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, 2018 და 2020 წლებში კი - ამერიკის ღია პირველობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები