პორიეს მწვრთნელის გადაწყვეტილება - ყავარჯენით მოსიარულე მაკრეგორი
Aa
Aa

პორიეს მწვრთნელის გადაწყვეტილება - ყავარჯენით მოსიარულე მაკრეგორი

დასტინ პორიეს რევანში შედგა! კონორ მაკგრეგორი ნოკაუტით კარიერაში პირველად დამარცხდა. ამერიკელმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში გათიშა.

დასტინის გამარჯვებაში დიდი წვლილი მისმა მწვრთნელმა, მაიკ ბრაუნმა შეიტანა, რომელმაც კონორი თავიდან ბოლომდე შეისწავლა და თავის შეგირდს ჩხუბი გაუადვილა.

სამი კვირის წინ, ბრაუნი იაპონიაში გაემგზავრა და კიოჯი ჰორიგუჩისთან ერთად ე.წ Low Kick-ები შეისწავლა. სპარინგისთვის მათ გამოიყვანეს მებრძოლები, რომლებიც კონორის მსგავს სტილს მისდევდნენ და მათ წინააღმდეგ ყველა დარტყმა სცადეს.

მაიკ ბრაუნმა Low Kick-ებისას პორიეს ბარძაყის ნაცვლად აქცენტის წვივზე გაკეთება დაავალა. ამით დასტინი თეიქდაუნების შანსს იმცირებდა, სამაგიეროდ მეტოქის პარალიზებას ახდენდა.

კონორის დაზიანებული ფეხი და ბრძოლის შემდეგ ყავარჯნის ხმარება ამის ნათელი მაგალითია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები