უცნაური მგზავრი - ქალაქში შალკეს მაისურში გამოწყობილი ჩონჩხი დადის
Aa
Aa

უცნაური მგზავრი - ქალაქში შალკეს მაისურში გამოწყობილი ჩონჩხი დადის

ერთ-ერთმა გერმანელმა გულშემატკივარმა დაუძინებელი მტრის დასაცინად საინტერესო გზას მიაგნო. ქალაქ ბად-გოდესბერგის ქუჩებში ვერცხლისფერი Opel-ი დადის, რომლის უკანა სავარძელზეც ადამიანის ჩონჩხს დაინახავთ.

მას „შალკეს“ მაისური აცვია და ხელბორკილები უკეთია. გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელი „ბოხუმის“ 53 წლის თავგადაკლული გულშემატკივარია, რომელიც რურის რეგიონში ცხოვრობს და ბოლო პერიოდში ძალიან ბედნიერია.

მისი საყვარელი კლუბი მეორე ბუნდესლიგაში სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს და უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, „ბოხუმის“ მოსისხლე მტერს, „შალკეს“ კი სერიოზული პრობლემები აქვს, საშინლად თამაშობს და ბუნდესლიგაში ბოლოა.

„ბოხუმსა“ და „შალკეს“ შორის ისეთი მტრობა არაა, როგორც „შალკესა“ და „დორტმუნდს“ შორის, მაგრამ რურის დერბად მათ დაპირისპირებებსაც მოიხსენიებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები