Aa
Aa

"მამის ნიჭი გამომყვა" - როდმანის შვილი აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს

გასულ კვირას აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ლიგის კლუბმა, „ვაშინგტონმა“ დრაფტზე მეორე ნომრად ტრინიტი როდმანი აირჩია. ფეხბურთელის გვარი ძალზედ ნაცნობია და სპორტულია. 

18 წლის გოგონას მამა ლეგენდარული კალათბურთელი დენის როდმანია. ალბათ, გახსოვთ 5 საჩემპიონო ბეჭედის მქონე კალათბურთელი, რომელიც დაცვაში და მოხსნებში განუმეორებელი იყო. იგი ურთიერთობდა მადონასთან, კარმენ ელექტრასთან, კიმ ჩენ ინთან და სხვა გამორჩეულ ხალხთან.

სეზონში არც ერთი მატჩი გაუმართავს, მაგრამ აგენტების ყურადღება მიიპყრო

ტრინიტის ისტორია, მხოლოდ მამამისის ფაქტორიდან არ მოდის. გოგონების უმეტესობა, სანამ დრაფტზე გავა, 4 წელი კოლეჯში სწავლობს. ლიგაში ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში მიახლოებით 40 000 ათასი დოლარია და ფეხბურთელები კარიერის დაწყებამდე უმაღლეს განათლებას იღებენ.

თუმცა, როდმანმა უნივერსიტეტის გუნდში გაატარა ერთი არასრული სეზონი და მოედანზე არასდროს გამოჩენილა. ყველაფერში დამნაშავე კორონავირუსია, რის გამოც, ჩემპიონატი ბევრჯერ გადაიდო. ჩასატარებელი მატჩების ბედიც ჯერჯერობით უცნობია.

პროფესიონალურ ქალთა ლიგაში საქმეები უკეთესადაა. ჩემპიონატის დაწყებას 2021 წლის აპრილის დასაწყისში გეგმავენ და ფეხბურთელებსაც ხელფასები ერიცხებათ.

დარჩა ერთი პრობლემა - 4 წლის წინ მელორი პიუ ქალთა ლიგაში მსგავსად აირჩიეს და ამან არ გაამართლა. მას დღემდე სხვადასხვა გუნდებში ანათხოვრებენ. საშიშროება არის, რომ იგივე დაემართოს ტრინიტისაც, მაგრამ „ვაშინგტონმა“ გარისკა.

აღსანიშნავია, რომ როდმანს აშშ-ს ასაკობრივ ნაკრებებში ხშირად უთამაშია, რაც სკაუტებს არ გამორჩათ. ტრინიტი ორივე ფეხით ურტყამს, აქვს ძალიან კარგი დრიბლინგი და ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ახალგაზრდა გოგონას მამის გენეტიკა გამოყვა და 18 წლის ასაკში ის სიმაღლეში 1.80-ია. 

მამა გასაოცარი სპორტსმენი იყო და მისი ნიჭი გადმომყვა მეც, მაგრამ გამიხარდება საზოგადოებამ აღიქვას, რომ მე ტრინიტი როდმანი ვარ და არა უბრალოდ დენის როდმანის შვილი. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი კარიერა ჩემითვე შევიქმნა. ვიცი, რთული გზა მელის, მაგრამ მე საუკეთესო ვიქნები", - აღნიშნა ტრინიტი როდმანმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები