ფრანგი ფორვარდი ბათუმის დინამოში - მხარეები ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ
Aa
Aa

ფრანგი ფორვარდი ბათუმის დინამოში - მხარეები ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

25 წლის ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო კარიერას ბათუმის ''დინამოში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას აჭარული გუნდის პრესსამსახური ადასტურებს.

თავდამსხმელი ''მეცის'' აღზრდილია. გარკვეული პერიოდი ინგლისში ასპარეზობდა, ''ფლიტვუდ თაუნში'' შოლა ამეობის თანაგუნდელი იყო. შემდგომში კონტრაქტი ვარშავულ ''ლეგიასთან'' გააფორმა, თუმცა ტრავმების გამო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და პოლონეთის ჩემპიონს დაემშვიდობა.

ასევე კიდევ ერთ პოლონურ კლუბში, სასნოვეცის ''ზაგლემბეში'' უთამაშია, სადაც მისი თანაგუნდელები გიორგი ივანიშვილი და გიორგი გაბედავა იყვნენ, ხოლო ''ლეგიაში'' ვაკო გვილიასთან ერთად ასპარეზობდა.

ჯოვინო ფლამარიონის ''როტორში'' განათხოვრების შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' ცენტრფორვარდის პოზიცია გასაძლიერები ჰქონდა და ვამარა სანოგო საინტერესო ალტერნატივაა, თუმცა ნაცნობმა პრობლემამ, ტრავმამ ხელი არ უნდა შეუშალოს. სწორედ ტრავმების გამო ვერ შეძლო პოლონეთის უძლიერეს კლუბში შესაძლებლობების დამტკიცება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები