არველაძე ყოფილმა ასისტენტმა შეცვალა - ხუისტრა ფახთაქორს გაწვრთნის
Aa
Aa

არველაძე ყოფილმა ასისტენტმა შეცვალა - ხუისტრა ფახთაქორს გაწვრთნის

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე ჰოლანდიელმა პიტერ ხუისტრამ შეცვალა, რომელიც 2017-20 წლებში უზბეკურ კლუბში არველაძის ერთ-ერთი ასისტენტი იყო.

არველაძემ, რომელმაც ''ფახთაქორთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, ხუისტრას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ამ ეტაპზე შოთა არველაძე რამდენიმე წინადადებას განიხილავს. მას ჰოლანდიაში, თურქეთსა და აზიურ კლუბებში მუშაობის შესაძლებლობები აქვს, თუმცა კონკრეტული გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აღნიშნულ თემაზე რევაზ არველაძე ''ტაიმაუტს'' ესაუბრა:ბუნებრივია, ასეთი კარგი წლების შემდეგ, ახლა შოთის ბევრი არჩევანი აქვს – ემირატებიდან, ორი აზიური ნაკრებიდან, ნიდერლანდებისა და თურქეთის გუნდიდან, ამიტომ არ ჩქარობს. ახლა ისვენებს, რთული წლის შემდეგ ესეც მნიშვნელოვანია. მეტი თავისუფალი დრო აქვს, სტამბოლში ვატოს თამაშებზე დადის. ამ გუნდთან ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაკავშირებს. შოთა აუცილებლად ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“. 

შოთა არველაძე უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნიდა. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, გასულ წელს კი ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ''ფახთაქორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები