''ოქრი'' მეცხრე მატჩს გამოტოვებს - ქართველი სპეციალური პროგრამით ემზადება
Aa
Aa

''ოქრი'' მეცხრე მატჩს გამოტოვებს - ქართველი სპეციალური პროგრამით ემზადება

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' სტუმრად ნიქოზიას ''ოლიმპიაკოსს'' დაუპირისპირდება. სტუმრებს კვლავ ვერ დაეხმარება თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ზედიზედ მეცხრე შეხვედრას გამოტოვებს. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელი სპეციალური პროგრამით ემზადება, თუმცა 28 წლის მოთამაშის დაბრუნების თარიღი კვლავ უცნობია.

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში ''ანორთოსისმა'' ქვილითაიას გოლით ''ეთნიკოსი'' დაამარცხა, თუმცა ქეცბაიას გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს, რაც კონკურენტებთან ქულების დაკარგვაში გამოიხატა. 18 ტურის შემდეგ ''ანორთოსისი'' 33 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''აპოლონს'' 6 ქულით ჩამორჩება.

ოქრიაშვილის არყოფნაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაიაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 9 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში პირველადგილოსანს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. რაც შეეხება ოქრიაშვილს, მან  მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

მე-19 ტურში ''ოლიმპიაკოსისა'' და ''ანორთოსისის'' მატჩი 11 იანვარს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები