ფაბრიციო რომანო:
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: "ფეხბურთელებს ლივერპულში გადასვლა არ უნდათ"

იურგენ კლოპის "ლივერპულს" დიდი ხანია ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია. ამის მიზეზებზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა. იტალიელის აზრით, ფეხბურთელებს "ლივერპულში" გადასვლა არ უნდათ.

"ბევრ ფეხბურთელს "ლივერპულში" გადასვლა არ უნდათ, რადგან სეზონში მხოლოდ 6-7 თამაშს თამაშობენ. ესეც იმ დროს, როდესაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. როდესაც ისინი ბრუნდებიან სხვა ყველა გაურკვეველი ვადით სათადარიგოთა სკამზე ინაცვლებს.

კლოპს როტაციები არ უყვარს და თითქმის სულ იდენტური შემადგენლობით თამაშობს. ახლა "მერსისაიდელები" ნაცნობ პოზიციაზე არიან. ისინი ეყრდნობიან ამჟამინდელ შემადგენლობას. თუ ახალი ვარიანტი იქნება განიხილავენ, მაგრამ თუ არ მოეწონებათ, არც ეს იქნება პრობლემა და არსებულ რესურსს მიენდობიან." - განაცხადა რომანომ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ლივერპული" პრემიერ ლიგას 33 ქულით ლიდერობს. ამავე რაოდენობის ქულები აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა ოლე გუნარ სულშერის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები