მესის რეკორდები - ლეომ წელი ჩინებულად დაიწყო
Aa
Aa

მესის რეკორდები - ლეომ წელი ჩინებულად დაიწყო

ლეო მესისთვის 2021 წელი ძალიან კარგად დაიწყო. არგენტინელმა წლის პირველ 10 დღეში 4 გოლის გატანა მოახერხა. რაც მთავარია „ლა პულგა“ თავის ჩვეულ ფორმას იბრუნებს.

მესიმ „გრანადას“ კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ, კარიერაში მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ლეოს ამაზე უკეთესი სტარტი 2016 წელს ჰქონდა, როცა 10 იანვრისთვის 5 გოლის გატანა მოახერხა.

ამასთან ერთად, არგენტინელმა ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, მესიმ მიჯრით 15 სეზონის განმავლობაში 10+ გოლის გატანა შეძლო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

„გრანადას“ კარში გატანილი ჯარიმა ლეოსთვის სარეკორდო გამოდგა. მან „ბარსას“ მაისურით 48-ე ჯარიმა გაიტანა და რონალდუს (47) საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა.

მესი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას 11 გოლით უკვე სათავეში უდგას, თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავად და ზოგადად გუნდი რონალდ კუმანის ტაქტიკას სრულად მოერგო და 8-მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს.

„ბარსელონას“ მომდევნო მატჩი 13 იანვარს ესპანეთის სუპერ თასზე „სოსიედადის“ წინააღმდეგ ელის, გამარჯვებული ფინალში „რეალისა“ და „ბილბაოს“ წყვილს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები