„ჩემი თავის ორივე ვერსიას გავანადგურებდი“ - კონორი ამბობს რომ საუკეთესო ფორმაშია
Aa
Aa

„ჩემი თავის ორივე ვერსიას გავანადგურებდი“ - კონორი ამბობს რომ საუკეთესო ფორმაშია

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი გულშემატკივრებს არწმუნებს, რომ კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ირლანდიელმა მებრძოლმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„სერონე მაკგრეგორი VS ალვარეს მაკგრეგორი. ჩემი თავის ორივე ვერსიას გავანადგურებდი და მათ ერთადაც ვცემდი. არ ვხუმრობ.  ორივეს მიწასთან გავასწორებდი. 16 დღე“.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი დონალდ სერონეს 2020 წლის 18 იანვარს დაუპირისპირდა და „კოვბოის“ დასამარცხებლად 40 წამი დასჭირდა. ედი ალვარესს რაც შეეხება, კონორმა იგი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და მის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მაკგრეგორმა ზემოთ ხსენებული ორივე ბრძოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და MMA-ის ქომაგთა ნაწილს არ სჯერა, რომ ირლანდიელი მაშინდელზე უკეთეს ფორმაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები