რეაბილიტაციის პროცესი დაჩქარდა - იბრაჰიმოვიჩი დაგეგმილზე ადრე ბრუნდება
Aa
Aa

რეაბილიტაციის პროცესი დაჩქარდა - იბრაჰიმოვიჩი დაგეგმილზე ადრე ბრუნდება

სპორტული გამოცემა Sky Sports Italy იუწყება, რომ ლეგენდარული შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაგეგმილზე მალე დაბრუნდება. ვეტერანი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა ზლატანი 18 იანვარს "კალიარისთან" მატჩში დაბრუნდეს.

იბრაჰიმოვიჩმა კუნთის დაზიანება 22 ნოემბერს მიიღო და მას შემდეგ თამაშს ვერ ახერხებდა. 19 დეკემბერს შვედი ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმა გაიმიზეზა. დიაგნოზი მარცხენა ფეხის ჯვარედინი მყესის დაზიანება იყო.

იმ შემთხვევაში თუ, ზლატანი 18 იანვარს დაბრუნდება, მაშინ ის "მილანის" მომდევნო 4 მატჩს გამოტოვებს. სამი მათგანი სერია ა-ზე მოდის. "როსონერი" "ბენევენტოს", "იუვენტუსს" და "ტორინოს" დაუპირისპირდება, ხოლო ერთ მატჩს "კოპა იტალიაზე" კვლავ "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "როსონერიში" 2019 წლის ზამთარში დაბრუნდა. ნახევარ სეზონში შვედმა 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი იბრამ ყველაზე ტურნირზე ერთად 10 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები