Aa
Aa

სეზონის ერთ-ერთი უცუდესი ტაიმი - ბარსას კიდევ ერთი სტატისტიკური ანტირეკორდი

კატალონიის „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონში მორიგი წარუმატებელი მატჩი ჰქონდა და 2020 წელი „ეიბართან“ შინ ნათამაშები 1:1-ით დაასრულა. სტატისტიკის მიხედვით, „ბარსამ“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი სწორედ გუშინ ითამაშა.

ლეო მესის გარეშე მოასპარეზე „ბლაუგრანამ“ საწყის 45 წუთში მეტოქის კარისკენ მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე გათამაშებაში „ნოუ კამპზე“ ჩატარებულ მატჩთაგან ყველაზე ცუდი შედეგის გამეორებაა.

რონალდ კუმანის გუნდს ანტირეკორდი აქვს ლა ლიგის ამ სეზონში გაცუდებული პენალტების რაოდენობითაც. ლიონელ მესიმ, ანტუან გრიზმანმა და მარტინ ბრაიტვეიტმა თითო პენალტი ვერ გამოიყენეს, ესპანეთის ჩემპიონატის ამ გათამაშებაში კი ჯამში 3 პენალტი არც ერთ გუნდს გაუფუჭებია.

„ბარსელონამ“ გუშინდელი ფრის შემდეგ 15 მატჩში 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. კუმანის ბიჭები 2021 წლის 3 იანვარს, „უესკას“ წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები