Aa
Aa

"ნაბი***რი სუარესი ჩემს დაბრუნებას ელოდებოდა" - დიეგო კოშტამ ურუგვაელზე იხუმრა

ლა ლიგის მორიგ ტურში "ატლეტიკომ" "ელჩეს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ბოლო გოლი დიეგო კოშტამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელი ტრავმირებული იყო და რამდენიმე კვირა გუნდს ვერ ეხმარებოდა.

შეხვედრის შემდეგ კოშტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ლუის სუარესზე იხუმრა: "ლუის სუარესს გოლები არ გაჰქონდა. ნაბი***ვარი, დავბრუნდი თუ არა მან ორი გოლი გაიტანა.

ვიმედოვნებ ის ასე თამაშს გააგრძელებს. ლუისის გამო ბედნიერი ვარ. რაც უფრო მეტს გაიტანს გუნდისთვის მით უკეთესი იქნება. ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. დღეს ის გამოვიდა და დუბლი შეასრულა. მე გამოვედი და 1 გავიტანე." 

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ დაზიანება 25 ნოემბერს მიიღო. 24 დღე იუქმა და 8 მატჩი გამოტოვა. ცნობისთვის მადრიდის "ატლეტიკო" ამჟამად ლა ლიგის ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. სიმეონეს შეგირდებმა 12 ჩატარებულ შეხვედრაში 29 ქულა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები