ოფიციალურად - შობოშლაი ლაიპციგის ფეხბურთელია!
Aa
Aa

ოფიციალურად - შობოშლაი ლაიპციგის ფეხბურთელია!

უნგრეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დომინიკ შობოშლაი "ლაიპციგის" ფეხბურთელია. ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი ადასტურებს. 20 წლის ფეხბურთელმა 17 ნომრიანი მაისური მოირგო. ტრანსფერის ფასი 25 მილიონი ევროა. შობოშლაიმ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ დომინიკით ლონდონის "არსენალი", მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებოდნენ, თუმცა შობოშლაიმ არჩევანი "რედ ბულის" კლუბზე გააკეთა.

დომინიკ შობოშლაი "ზალცბურგს" 2018 წელს შეუერთდა. დღემდე უნგრელმა "რედ ბულის" გუნდის მაისური 85-ჯერ მოირგო და 25 გოლი გაიტანა. ასევე 20 წლის ნახევარმცველმა "ევრო 2020-ზე" უნგრეთის ნაკრების გაყვანაში უდიდესი როლი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ "ზალცბურგის" და "ლაიპციგის" მფლობელი კომპანია "რედ ბული" გახლავთ. "ლაიპციგი" კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა და ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩატოვა. შობოშლაი გერმანულ კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები