Aa
Aa

"არ დაგავიწყდეთ, რომ ოლდ ტრაფორდზე ვითამაშეთ" - რა თქვა გუარდიოლამ მატჩის შემდეგ?

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. გუნდებმა ერთმანეთს ვერაფერი მოუხერხეს ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა. შეხვედრის შემდეგ "ქალაქელების" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"მოპოვებული ქულით კმაყოფილი ვარ. ეს "ოლდ ტრაფორდია" და არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინი ძალიან სწრაფები და კარგად ორგანიზებულები არიან.

შეხვედრის უმეტეს ნაწილში ვდომინირებდით. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გავუშვით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და კმაყოფილი ვარ.

სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გოლების გატანა გვიჭირს, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და მეტოქის კონტრ-შეტევები არ გამოგვეპაროს.

მესმის, რომ ჩემი გუნდისგან დიდი მოლოდინი იქმნება, მაგრამ ვიმეორებ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშეთ." - განაცხადა გუარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "იუნაიტედი" და "სიტი" სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ არიან. სულშერის შეგირდებს 11 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვთ და მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხებათ "ქალაქელებს", იმავე რაოდენობის მატჩების შემდეგ 19 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები