„რა ცუდი ხარ, შე ნა****არო
Aa
Aa

„რა ცუდი ხარ, შე ნა****არო", - ალბა და კუმანი მსაჯს დაუპირისპირდნენ

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „იუვენტუსთან“ 0:3 წააგო და 2013 წლის შემდეგ, ტურნირის ეგიდით „კამპ ნოუზე“ პირველად დამარცხდა.

შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო ხორდი ალბამ, რომელიც კუმანმა მოედანს განარიდა და ფირპოთი შეცვალა. ალბამ ბარათი მსაჯის შეურაცხყოფისთვის დაიმსახურა. ესპანელმა მთავარ არბიტრს ასეთი რამ უთხრა: „რა ცუდი ხარ, შე ნაბიჭვარო“.

Marca-ს ცნობით, ალბამ შემდეგ გვირაბში მსაჯს მოუბოდიშა და მანაც ბოდიში მიიღო.

მთავარ არბიტრთან კონფლიქტი რონალდ კუმანსაც ჰქონდა. „როგორც ჩანს, იტალიაში კარგი მეგობრები გყავს“. - უთხრა კუმანმა მსაჯს შეხვედრის შემდეგ გასახდელში ყოფნისას.

კუმანი უკმაყოფილებას პირველ პენალტზე გამოთქვამდა, რომელმაც მისი აზრით მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა: „თუ, პირველი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაშინ პენალტი მესის წაქცევის მომენტშიც უნდა დანიშნულიყო“, - აღნიშნა ნიდერლანდელმა მატჩის შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, მსაჯის შეცდომა თუ ტრავმები, „ბარსელონა“ ძალიან ცუდ ფორმაშია და იანვარში ტრანსფერების გაჩარხვის გარეშე კატალონიელებს მერვედფინალში კარგი დღე ნამდვილად არ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები