კორონავირუსი - სერხი რობერტო ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - სერხი რობერტო ინფიცირებულია

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელს სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებ-საიტი ადასტურებს. რობერტო ამჟამად იზოლაციაშია გადასული და შესაბამის მკურნალობას გადის.

აღსანიშნავია, რომ ის ფეხბურთელებიც ჩაიტარებენ ტესტს, რომლებსაც სერხისთან შეხება ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა სხვა მოთამაშესაც ჰქონდეს კოვიდ ინფექცია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრისას დაზიანება მიიღო და რეაბილიტაციის პროცესში იყო. მედიკოსების ვარაუდით რობერტო დაახლოებით 1 თვეში უნდა დაუბრუნდეს მოედანს.

სერხი რობერტო "ბარსელონას" აღზრდილი გახლავთ. 2010 წლიდან ის კატალონიელთა ძირითად გუნდში გამოდის და დღემდე 294 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები