Aa
Aa

"აიაქსის თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს" - კლოპის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ლივერპული" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს. ჯგუფში დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე ხსენებული მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. შეხვედრის წინ "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპა პრესკონფერენცია გამართა.

"ტენ ჰააგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას ახალგაზრდებთან მუშაობა შესანიშნავად შეუძლია. ის სამუშაო, რაც მან "აიაქსისთვის" გასწია ფასდაუდებელია.

"აიაქსმა" ადაპტაცია უნდა გაიაროს, რადგან მათ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგეს და ეს რთულად გადასატანია. კარგად მესმის მათი, რადგან რამდენჯერმე იგივე "დორტმუნდში" მუშაობისას განვიცადე. მათი თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ტენ ჰააგის გუნდი სახიფათოა. მათ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. ჯგუფში არაფერია გადაწყვეტილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ გასვლა რთული იქნებოდა, ეს სიურპრიზი არ ყოფილა.

თამაში, რომელიც ამსტერდამში ჩავატარეთ სათანადო ბრძოლა იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა თავგანწირვით ითამაშეს. იმ შეხვედრაში ორივე გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

ამსტერდამელები დიდი მონდომებით და მოტივაციით ითამაშებენ. ჩვენ 90 წუთის მანძილზე ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში დაძაბული სიტუაციაა. პირველ ადგილს "ლივერპული" იკავებს 9 ქულით. მეორე და მესამე ადგილს კი "ატალანტა" და "აიაქსი" იყოფენ 7-7 ქულით. ბოლოზე კი "მიდტიულანდი" გახლავთ. 

ინგლისურ-ნიდერლანდური დაპირისპირება პირველ დეკემბერს თბილსისი დროით 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები