ფეხბურთელები, რომლებიც 2020-21 წლების სეზონში გაისვრიან - Sports.ru-მ კვარაცხელიაც გამოარჩია
Aa
Aa

ფეხბურთელები, რომლებიც 2020-21 წლების სეზონში გაისვრიან - Sports.ru-მ კვარაცხელიაც გამოარჩია

რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sports.ru-მ ის ფეხბურთელები ჩამოწერა, რომლებმაც უახლოეს თვეებში შესაძლოა, უდიდესი პროგრესი განიცადონ და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები ან სუპერვარსკვლავები გახდნენ.

Sports.ru-მ ტოპ 10 შეადგინა და სიაში მოხვედრილ მოთამაშეებს უწოდა ფეხბურთელები, რომლებიც 2020-21 წლების სეზონში „გაისვრიან“. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო კი ისაა, რომ რუსულმა ვებგვერდმა ბონუსის სახით 3 ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგიდან დაასახელა და მათ შორის „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

„რუსეთის პრემიერ ლიგიდან ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ ხოლოდ სამით შემოვიფარგლებით. საუბარი გვაქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე, ანდრეი მოსტოვოიზე და დანიილ ლესოვოიზე.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო დრიბლიორია და მეორეადგილოსანს ბევრით უსწრებს. ქართველი ფეხბურთელი წარმოუდგენლად თავდაჯერებულია და მისი ზოგიერთი საფეხბურთო ფინტის შემდეგ პირი ღია გვრჩება. ხვიჩა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ მის გადაბირებაზე სერია A-ს გუნდები უკვე ფიქრობენ. ზაფხულში მის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ რუბინმა კვარაცხელია არ გაუშვა, რადგან ყაზანურ კლუბში იციან, რომ თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, ხვიჩა გაცილებით მეტი ეღირება. მანამდე კი ქართველმა ფეხბურთელმა რუბინის მაისურით მიმდინარე სეზონში მინიმუმ 2-ჯერ მეტი გოლი და საგოლე გადაცემა უნდა მიითვალოს, ვიდრე ეს გასულ სეზონში გააკეთა,“ - წერს Sports.ru.

აქვე გეტყვით, რომ Sport.ru-ს სია ასეთი გახლავთ.

10 - პიერ-ემილ ჰოიბიერგი

9 - ლასინა ტრაორე, მოჰამედ კუდუსი და ენტონი

8 - ლი კან ინი

7 - პატრიკ ბემფორდი

6 - ჯოვანი რეინა

5 - ედუარ მენდი

4 - პედრი და სერჟინიო დესტი

3 - რაფაელ ლეაუ

2 - ფილ ფოდენი

1 - ვიქტორ ოსიმენი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები