მთავრობის გადაწყვეტილება - არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
Aa
Aa

მთავრობის გადაწყვეტილება - არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პრეზიდენტმა დიეგოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ეს უდიდესი დანაკარგია. როდესაც ეს ამბავი შევიტყვე ვმუშაობდი. ვცდილობთ მის ოჯახს დავუკავშირდეთ. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. ეს არის ყველაზე ცუდი ამბავი, რომელიც "არხენტინოს ხუნიორსის" ფანს შეიძლებოდა გაეგო."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები