მოსკოვის გრანპრი - მორის ყვითელაშვილი მეორე ადგილზე გავიდა
Aa
Aa

მოსკოვის გრანპრი - მორის ყვითელაშვილი მეორე ადგილზე გავიდა

25 წლის მორის ყვითელაშვილმა მოსკოვის გრანპრიზე ვაჟთა შორის მეათე ადგილი დაიკავა. ეს კი მისთვის დიდი წარმატებაა. ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის ლიდერი გახლდათ და საბოლოოდ მას მხოლოდ რუსმა მიხაილ კოლიადამ აჯობა.

მორისმა მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენა(99.56 ბალი). რაც შეეხება თავისუფალ პროგრამას, ქართველმა მოციგურავემ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა და 176.24 ბალით რიგით მეოთხე იყო. ჯამში მორისმა 275.80 ბალი დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონი ზემოთ ხსენებული რუსი კოლიადა 281.89 ბალით გახდა. შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილი რუსეთში დაიბადა. ის ეთერ თუთბერიძის გუნდის წევრია და საქართველოს სახელით 2016 წლიდან გამოდის. 25 წლის მოციგურავის საუკეთესო მიღწევა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოა.

ცხელი ამბები